„ლივერპულის“ მცველი ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი მზადაა კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, ინგლისელმა კლუბს უარი უთხრა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, შესაბამისად, მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას შეძლებს.
ტრენტს უკვე იანვრიდან ექნება უფლება წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს და შემდეგ ზაფხულში ოფიციალურად შეუერთდეს „სამეფო კლუბს“.
ტრენტ-ალექსანდერ არნოლდს აქამდე „ლივერპულის“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია, რომლის მაისურით დღემდე ჩატარებულ 332 მატჩში 19 გოლი გაიტანა.