საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი ბეჟანიშვილის „გრაველინ-დიუნკერკი“ „დიჟონთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 83:84 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგეს, მაგრამ ეს უპირატესობა მესამე პერიოდში გაანიავეს, ბოლო მეოთხედი კი, „დიჟონმა“ ერთი ქულით მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.
ბეჟანიშვილმა 19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გრაველინ-დიუნკერკი“ 6 მოგებით და 8 წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 10 იანვარს, სტუმრად „ლე მანთან“ გამართავს.