ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის დასკვნით მატჩში ლონდონის „არსენალმა“ "იფსვიჩ თაუნი“ დაამარცხა.
მიკელ არტეტას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მაინც გაუჭირდა და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგო. გამარჯვების გოლი 23-ე წუთზე კაი ჰავერცმა გაიტანა და „მეთოფეებს“ ძალიან საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა.
„არსენალი“ 36 ქულით მეორე საფეხურზე გადავიდა, უკან „ჩელსი“ მოიტოვა, ხოლო ლიდერ „ლივერპულს“ 6 ქულით ჩამორჩება.