„ალ-ნასრის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საფრანგეთის ლიგა 1-ზე მაღალი დონის ჩემპიონატი საუდის არაბეთშია.
ამის შესახებ მან Globe Soccer-ის დაჯილდოებაზე განაცხადა:
„საუდის არაბეთის ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ს ნამდვილად სჯობს. საფრანგეთში მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენია“ და დანარჩენი არ არსებობს“, - თქვა კრიშტიანუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. მანამდე მას ესპანეთის, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები.