ავსტრიული მედიის ცნობით, გრაცის „შტურმი“ იანვარში შეიძლება ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს.
ქართველმა ფეხბურთელებმა გრაცელებთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მაგრამ ნათელია, რომ თუ საინტერესო შეთავაზება ექნება, კლუბი მას ხელს არ შეუშლის.
როგორც ცნობილი გახდა, კიტეიშვილი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომ იანვარში „შტურმი“ დატოვოს, რადგან გერმანიის და სხვა ქვეყნის კლუბები დაინტერესებული არიან ქართველი ნახევარმცველით. თუმცა, ჯერჯერობით, „შტურმს“ მაგიდაზე კონკრეტული შეთავაზება არ აქვს. სხვათა შორის, ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც კიტეს უკავშირებენ, „ჰოფენჰაიმია“, რომლის მთავარ მწვრთნელად ნოემბერში კრისტიან ილცერი დაინიშნა, რომელიც მანამდე „შტურმში“ მუშაობდა და ქართველს იდეალურად იცნობს.
ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და 208 მატჩში 47 გოლი გაიტანა. ის ერთხელ ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ ავსტრიის თასი მოიგო.