ფეხბურთი

12:30 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა არნოლდის, ვან დეიკის და სალაჰის კონტრაქტებზე კომენტარი გააკეთა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა "ლესტერთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ, ვირჯილ ვან დეიკის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და მოჰამედ სალაჰის კონტრაქტებზე ისაუბრა.

" ვან დეიკის, არნოლდის და სალაჰის კონტრაქტები? რათქმაუნდა სამივე მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, თუმცა მათ კონტრაქტებზე და მომავალზე საჯაროდ საუბარი არ მსურს." განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურებათ.

0.110008