ფეხბურთი

0:35 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმმა "მანჩესტერის" ანტირეკორდი დაამყარა

რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ანტირეკორდი დაამყარა - პრემიერლიგაში ყველაზე მოკლე დროში წააგო 4 თამაში, ვიდრე სხვა მწვრთნელებმა.

პორტუგალიელის ხელმძღვანელობით „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 7 მატჩიდან 4-ჯერ დამარცხდა. წინა ანტირეკორდი ერიკ ტენ ჰაგს ეკუთვნოდა, რომელმაც მეოთხე მარცხი მე-13 მატჩში განიცადა.

პორტუგალიელმა „ვულვზთან“ წაგების (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, როცა მარცხდები, უკან გადადგმული ნაბიჯია. ბრუნოს გაძევების შემდეგ გაგვიჭირდა, თუმცა, ვფიქრობ, ახლოს ვიყავით დადებით შედეგთან, მაგრამ შემდეგ „ვულვზმა“ მეორე გოლი გაიტანა. დღესაც იგივე გოლი გავუშვით, როგორიც „ტოტენჰემთან“ (პირდაპირ კუთხურიდან - რედ), ონანა ბურთს ვერ მისწვდა, არ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. რაშფორდის სიტუაცია? ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზია, რატომაც ვერ ხვდება განაცხადში. ჩვენ არ უნდა შევიცვალოთ შედეგიდან გამომდინარე, ჩემს იდეას ბოლომდე გავყვები“, - აღნიშნა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 22 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.115645