ფეხბურთი

23:30 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" ამორიმიც ვერ შველის: მარცხი აუტსაიდერ "ვულვზთან"

პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ვულვზთან“ 0:2 დამარცხდა და ისევ უქულოდ დარჩა.

47-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეში გააძევეს და რიცხობრივი უპირატესობით „ვულვზმა“ მშვენივრად ისარგებლა. სხვათა შორის, ბრუნო „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ერთ სეზონში 3-ჯერ გააძევეს (ყველა ტურნირზე). ბოლოს მსგავსი რამ ნემანია ვიდიჩს დაემართა.

„ვულვზი“ 58-ე წუთზე მათეუშ კუნიამ დააწინაურა, რომელმაც პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. ბრაზილიელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლს საგოლე პასი დაუმატა და ჰი-ჩენ ჰვანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის ბოლო ხუთ ტურში მეოთხე მარცხი განიცადა... ასე რომ, ჯერჯერობით, სიტუაციას ვერ რუბენ ამორიმი ასწორებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 18 ტურში მოპოვებული მხოლოდ 22 ქულით მე-14 ადგილზეა და 30 დეკემბერს, „ნიუკასლს“ უმასპინძლებს. „ვულვზმა“ 15 ქულა დააგროვა და მე-17 საფეხურზეა.

0.115251