იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. „ფროზინონემ“ „სალერნიტანას“ აჯობა 2:0, ხოლო ქართველმა ძალიან ეფექტური გოლი მიითვალა.
გიორგი მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჩაერთო თამაშში და 63-ე წუთზე გაიტანა. ჯერ მეტოქის პასი ჩაჭრა თავის ნახევარზე, შემდეგ ვერავინ შეაჩერა და საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა - მაგარი გოლი იყო. შემდეგ ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა, საგოლე პასი კვერნაძის აქტივშია.
გიორგისთვის ეს პირველი გოლია არა მარტო მიმდინარე სეზონში, არამედ იტალიურ კლუბში, ცხადია, ოფიციალურ შეხვედრებში.
„ფროზინონე“ 19 ქულით მე-17 ადგილზეა, 29 დეკემბერს, „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ჩეზენას“ 1:0 მოუგო. ქართველი მცველი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა. „კრემონეზე“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და 29 დეკემბერს, „ბრეშას“ უმასპინძლებს.