საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს „გალათასარაის“ აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ ფრანგული მედიის ცნობით, დაინტერესებული კიდევ ორი კლუბია.
როგორც Foot Mercato იტყობინება, გიორგის მიმართ ინტერესს ლევერკუზენის „ბაიერი“ და ლივერპულის „ევერტონი“ იჩენენ. წყაროს თანახმად, ორივე კლუბს, ისევე, როგორც „გალათასარაის“ დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევთ, რადგან მიქაუტაძეს „ლიონის“ დატოვების სურვილი ნამდვილად არ აქვს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
ცნობილია, რომ „გალათასარაიმ“ „ლიონს“ 18 მილიონი ევრო შესთავაზა და ამ ტრანსფერზე უკვე ძალიან ბევრი გამოცემა საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე „ლიონის“ მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.