ფეხბურთი

15:42 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სპორტინგმა“ გათავისუფლებული პერეირას ნაცვლად ახალი მწვრთნელი დანიშნა

ლისაბონის „სპორტინგმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 43 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი ბორჟესი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასული რუბენ ამორიმის შემცვლელი ჟოაუ პერეირას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

ამ დროისთვის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 37 ქულით. ლიდერ „ბენფიკას“ 38 ქულა აქვს. სამეულს „პორტუ“ (37 ქულა) ავსებს.

შიდა ჩემპიონატის მომდევნო მატჩში ლისაბონურ დერბიში „სპორტინგი“ სწორედ „ბენფიკას“ შეხვდება. მატჩი 29 დეკემბერს გაიმართება.

ბორჟესის ბოლო სამუშაო ადგილი „ვიტორია გიმარაეში“ გახლდათ. თავის დროზე მას მალტის ნაკრებიც გაუწვრთნია.

0.124651