„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მზად არის უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშოს. ნიდერლანდელი მერსისაიდურ კლუბს „სიყვარულშიც გამოუტყდა“.
„მიყვარს ეს კლუბი, კლუბსაც ვუყვარვარ. მიყვარს ფანები, მათაც ვუყვარვარ. ჩემი აზრით, კიდევ სამი-ოთხი წელი მაინც შემიძლია ვითამაშო უმაღლეს დონეზე. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ნიდერლანდელი მცველი „წითლებში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მერსისაიდურ კლუბთან ერთად ვან დეიკმა მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, შიდა თასები და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.