ფეხბურთი

12:50 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა რა პირობითაა „ბარსელონა“ მზად რაშფორდის შესაძენად

„ბარსელონას“ შეუძლია შეიძინოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი, თუ მას ხელფასი შეუმცირდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport.es წერს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელს ხელფასი გაუნახევრდება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ამ კუთხით ჯერ არანაირი აქტიური ქმედება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ თავდამსხმელის გაყიდვა უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას სურთ. აღსანიშნავია, რომ რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ბოლო სამი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

0.112047