„ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი მერსისაიდურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ხელშეკრულება 2027 წლამდე გაგრძელდება, 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით - წერს ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ნიკოლო სკირა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მერსისაიდურ კლუბის შემადგენლობაში ეგვიპტელმა მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, შიდა თასები, ჩემპიონთა ლიგა და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
მანამდე, სალაჰი გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა და ამდენივე ან მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელი ასევე პირველი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელმაც ჩემპიონატში შობის წინ „გოლი+პასის" სისტემით 15+10 ქულა მოაგროვა.
ჯამში, მიმდინარე სეზონში ფორვარდმა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.