ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დანიელ ოლმომ ჟურნალისტებს მომავალი წლის მიზნები გააცნო.
„ეს წელი განსაკუთრებული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მინდა მოვიგო ტიტულები „ბარსელონასთან“ და ეროვნულ გუნდთან ერთად", - ციტირებს ოლმოს სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბში „ლაიფციგიდან“ გასულ ზაფხულს გადავიდა. „ბლაუგრანამ“ ოლმოს დარეგისტრირება მხოლოდ 2024 წლის ბოლომდე შეძლო. ხაზგასმულია, რომ ნახევარმცველი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა, რადგან იცოდა, რომ ლა ლიგაში მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დარეგისტრირდებოდა, მაგრამ კატალონიური კლუბი ეძებს გზებს, რომ ნახევარმცველის რეგისტრაცია სეზონის ბოლომდე გააგრძელოს.