20:24 | 25.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის" მწვრთნელმა პოსტეკოღლუმ „ნოტინგემ ფორესტთან" პრემიერლიგის მომზვალი მატჩის მოლოდინები გააზიარა

„ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ნოტინგემ ფორესტთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა. შეხვედრა 26 დეკემბერს ნოტინგემში გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

„როდესაც ისინი პრემიერლიგაში გადმოვიდნენ, როგორც ჩანს, „ნოტინგემში" დიდი სატრანსფერო აქტივობა იყო. ვფიქრობ, ასეც უნდა ყოფილიყო. შეიძლება ითქვას, რომ მათ გარკვეული დონე შეიძინეს. ახლა სტაბილურობა და სწორი გზის პოვნა სჭირდებათ.

მას შემდეგ, რაც ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შარშან გუნდში მივიდა, ახლა ისე თამაშობენ, როგორც აწყობთ. გუნდი მუდმივად იზრდება. მათ ჰყავთ რამდენიმე ხარისხიანი მოთამაშე და მართლაც კარგ სეზონს ატარებენ, განსაკუთრებით შინ, და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება“, - ციტირებს პოსტეკოღლუს სიტყვებს „ტოტენჰემის“ ოფიციალური საიტი.

17 ტურის შემდეგ „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეოთხე ადგილზეა. 23-ქულიანი „ტოტენჰემი“ - მეთერთმეტეზე.

0.119042