„ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი რედნაპმა გუნდის მცველს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ურჩია, უარი არ თქვას „რეალში" გადასვლის შესაძლებლობაზე.
„ალექსანდერ-არნოლდი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც კლუბს ყველაფერი მისცა. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, მოიგო ყველა თასი.
თუ მას უნდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ წასვლა მოუნდა, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელია. „ლივერპული“ ჩემი კლუბია, იქ 11 წელი ვიყავი. მაგრამ მე რომ იმ გასახდელში ვყოფილიყავი, შემოვბრუნდებოდი და ვეტყოდი მას: „თუ მადრიდის „რეალში" წასვლის შესაძლებლობა არსებობს, როგორ შეგიძლია ამაზე უარი თქვა? მან უნდა გარისკოს და გააფორმოს კონტრაქტი“, - ციტირებს რედნაპის სიტყვებს AS.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურმა კლუბმა ტრენტს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი დეკემბერშივე გაახანგრძლივოს.
აღნიშნულია, რომ ალექსანდერ-არნოლდს მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 26 წლის მცველს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.