მადრიდის „რეალის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ესპანურ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა. ფეხბურთელი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიდან“ 2024 წლის ზაფხულში გადავიდა.
„მადრიდის „რეალში" ვერავინ არ ინანებს ჩემს ხელმოწერას. 2025 წელს ტიტულების მოპოვება მინდა, ეს არის ჩემი მისია“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 წლის მბაპემ 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 10 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას ასევე ექვსი თამაში, ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე.