„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა შესაძლოა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. „ფენერბაჰჩეს“ და პირადად გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს ბრიტანელის შეძენა სურთ, იუწყება TEAMtalk.
პორტუგალიელი რაშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნის დროიდან იცნობს. მარკუსის თურქეთში გადასვლა შესაძლოა მიმდინარე ზამთარში განხორციელდეს. ამ ტრანსფერში დაბრკოლება შესაძლოა „წითელი ეშმაკების“ ფინანსური მოთხოვნები იყოს.
რაშფორდი, რომელიც ახლო წარსულში „მანჩესტერის“ ლიდერი იყო, ბოლო დროს იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. მაგალითად, ბოლო სამ მატჩში განაცხადშიც არ ყოფილა..