UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "მატადორს" ბრაზილიელის დამარცხება გაუჭირდება.
"მიუხედავად იმისა, რომ თოფურიას ძლიერი დარტყმები და კარგი კრივი აქვს, ოლივეირას ჩამოწერა ასე მარტივად არ შეიძლება. ის ჩემპიონი შემთხვევით არ გამხდარა, მან დაამტკიცა, რომ ყველა კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ თუ ეს ბრძოლა შედგება, ილიას მისი დამარცხება გაუჭირდება." - განაცხადა მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის უკან წონის შეცვლის და მაისსში ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.