"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში შეცდომა დაუშვა, რასაც ნანობს.
"გიორგი პსჟ-თან მატჩში არ უნდა შემეცვალა, შეცდომა დავუშვი, რადგან კარგად თამაშობდა, ის მეტოქის მცველებზე ზეწოლას ახდენდა და მისი შეცვლა დიდი შეცდომა იყო. ეს მატჩი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ლაკაზეტის და მიქაუტაძეს ერთად ეთამაშათ."
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.