UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში არ შეუშვეს, ამასთან დაკავშირებით მერაბმა ვიდეო მის სოციალურ გვერდზე ატვირთა, სადაც ის ამ ყველაფრის მიზეზებზე საუბრობს.მისი თქმით ამ ყველაფრის მიზეზი მისი მომდევნო მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვია.
„ახლა UFC PI-თან ვიმყოფები, აქ მოვედი, რადგან მინდოდა ტრავმაზე მემკურნალა, თუმცა დაცვა შიგნით არ მიშვებს. მიზეზად მეუბნებიან, რომ იქ უმარ ნურმაგომედოვია, რომელსაც იცავენ. ნუ გეშინიათ ბრძოლამდე მას არ დავლეწავ. 18 იანვარს კი, ყველაფერი სხვანაირად იქნება.“
UFC PI (performance institute) არის დაწესებულება, სადაც ორგანიზაციის მებრძოლებს ვარჯიშში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებში, წონის კლებასა და სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ UFC 311 საქართველოს დროით 19 იანვარს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ტიტულის დაცვას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ შეეცდება.