„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვულვზთან“ მატჩის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შობის დღესასწაულის მიუხედავად, ახლა მხოლოდ უახლოესი მატჩის მოგებაზე ფიქრობს.
„უბრალოდ გამარჯვება მინდა, შობა არ მაინტერესებს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როგორც გულშემატკივრები, მაგრამ ვიცი, რა გავაკეთო. მოგვიწევს რამდენიმე პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრა, ყველაფერზე პასუხის პოვნა, თუმცა ამისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, 26 დეკემბერს, სტუმრად „ვულვზს“ დაუპირისპირდება.