ფეხბურთი

21:20 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილმა "სარაევოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვლმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა ქართველს სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ. თუმცა, ბოსნიელებს, როგორც ჩანს, მისი შენარჩუნება სურთ:

„მოხარული ვარ, რომ „გული“ „სარაევოში“ რჩება, კლუბში, რომელსაც დიდი ამბიცია აქვს და სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ის სხვა ფეხბურთელებთან ერთად დიდ წვლილს შეიტანს „სარაევოს“ წარმატებებში“, - თქვა ბოსნიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა, ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

0.12125