ფეხბურთი

17:38 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე "ლიონში" დეკემბრის MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის

გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.

კლუბის ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომელშიც სამი ნომინანტია - მიქაუტაძე, რაიან შერკი და ნიკოლას ტალიაფიკო.

ქართველმა ფორვარდმა დეკემბერში „ლიონის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის, 2 ლიგა 1-ში „ანჟერის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ.

ხმის მიცემა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი. ამ დროისთვის გამოკითხვას მიქაუტაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.111813