„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ იტალიურ კლუბში არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას მომავალზე ისაუბრა.
„ვიცი, რომ მას სურს დარჩენა. სხვა კლუბებისგან შემოთავაზება არ მიგვიღია“, - ციტირებს რანიერის სიტყვებს Sky Sport Italia.
მანამდე მედიაში გავრცელდა ჭორები ფეხბურთელის თურქულ „გალათასარაიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
არგენტინელი თავდამსხმელი „რომას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. რომაელთა შემადგენლობაში 31 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 96 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 38 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.