ლეგენდარულმა არგენტინელმა მეკარე უგო ორლანდო გატიმ „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი გააკრიტიკა. 80 წლის ვეტერანის თქმით, მესი MLS-ში სოფლის ფეხბურთს თამაშობს. მისი წარმატება ბარსელონაში განპირობებული იყო იმით, რომ „ბლაუგრანას“ გამორჩეული გუნდი ჰყავდა.
„მესის წინააღმდეგი არაფერი მაქვს, მაგრამ ის ძალიან უბრალო ფეხბურთს თამაშობს „მაიამიში“. მე ის „ბარსელონაშიც“ ვნახე, სადაც ყველა აღფრთოვანებული იყო მისით. მაგრამ ის იყო შესანიშნავი გუნდი, რომელიც მესისთვის თამაშობდა.
მესი შესაძლოა შეუერთდეს არგენტინის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდს. მაგრამ მაშინ არგენტინელებს ერთი მოთამაშით ნაკლები ეყოლებათ. ახლა ასეა... ლიონელი სოფლის ფეხბურთს თამაშობს აშშ-ში!” - ციტირებს გატის სიტყვებს Mundo Deportivo.