იტალიის სერია B-ში „იუვე სტაბიამ“ „ჩეზენა“ 1:0 დაამარცხა, ამ მატჩმა კი, ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ გამარჯვების გოლი რომანო ფლორიანი მუსოლინიმ გაიტანა.
21 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ლაციოს“ აღზრდილია და რომაელთა საკუთრებაშია, დუჩეს, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილია.
თანაც, ეს იყო პირველი გოლი, რომელიც მუსოლინიმ პროფესიულ კარიერაში გაიტანა.