საბერძნეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ოფიმ“ „ვოლოსი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ლევან შენგელიამ საგოლე პასი მიითვალა.
64-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში ჩააწოდა და ტიაგო ნუსმა მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. ლევანი 81-ე წუთზე შეცვალეს.
შენგელიას საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„ოფი“ 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 იანვარს, „არისს“ ესტუმრება.