ფეხბურთი

18:50 | 23.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვალენსიადან" რუბენ ბარახა დაითხოვეს

რუბენ ბარახა „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბმა ესპანელ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.

ბარახამ „ვალენსია“ 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, როცა რთულ მდგომარეობაში იყო და კლუბი ლა ლიგაში დატოვა, ხოლო გასული სეზონი სატურნირო ცხრილის შუაში გაატარებინა. თუმცა, მიმდინარე სეზონი „ვალენსიასთვის“ ცუდად მიმდინარეობს, 12 ქულით მე-19 ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ბარახა, რომელსაც „ვალენსიაში“ 10 წელი აქვს ნათამაშები, კონკურენტ „ალავესთან“ საშინაო ფრის (2:2) შემდეგ დაითხოვეს.

ესპანური მედიის ცნობით, „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ, კიკე სანჩეს ფლორესი იქნება. „ღამურები“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, „რეალთან“ ჩაატარებენ.

0.122173