იტალიური კომოს მტავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა, Mail Sport Football -თან საუბრისას ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.
სესკ ფაბრეგასის თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე - დევიდ სიმენი.
მცველები - ეშლი კოული, რიო ფერდინანდი, კაილ ვოკერი, ჯონ ტერი.
ნახევარმცველები - პატრიკ ვიეირა, სტივენ ჯერარდი, კრიშტიანუ რონალდუ, დავიდ სილვა ან კევინ დე ბრუინი.
თავდამსხმელები - დიდიე დროგბა, ტიერი ანრი.
შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი საფეხბურთო კარიერის დროს პრემიერლიგის ორ კლუბში: "ჩელსიში" და "არსენალში" თამაშობდა.