"ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ტრავმა მოიშუშა და მოედანს "ჯენოას" წინააღმდეგ დაუბრუნდა. "კვარა" მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და დავიდ ნერეში შეცვალა.
როგორც იცით ბოლო შეხვედრებში ნერეში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და იტალიური გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ხვიჩას ნაცვლად ბრაზილიელი უნდა იყოს, ან ორივე ერთად.
დღეს, ამ საკითხს გამოეხმაურა იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი და "ნაპოლში" შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. გამოცემის მტკიცებით, ანტონიო კონტესთვის მატეო პოლიტანო შეუცვლელი მოთამაშეა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენცია ნერეშთან მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ დაზიანება "ლაციოსთან" შეხვედრის დროს მიიღო და "უდინეზესთან" გამართული მატჩი გამოტოვა. ქართველს მიმდინარე სერია A-ში 16 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.