გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელის რაიან ჩერკის შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლივერპულს“ სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას Footmecato ავრცელებს. წყაროს ცნობით „მერსესაიდელები“ ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და დიდია შანსი ჩერკი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისში გადაბარგდეს.
მოგეხსენებათ, რომ „ლიონს“ ფინანსური კრიზისი აქვს და თუ სეზონის ბოლოს ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება. აქედან გამომდინარე ფრანგულ კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.
რაიან ჩერკის „ლიონთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. მან „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.