„მილანის“ მფლობელმა ჯერი კარდინალემ განაცხადა, რომ ტიტულების მოგება მათი მიზანია, მაგრამ არა ისე, როგორც ეს „ინტერმა“ გააკეთა.
კარდინალეს აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ „მილანს“ ფინანსური სტაბილურობა ჰქონდეს და ვალების ხარჯზე ტიტულების მოგება ჭკვიანური ნაბიჯი არ არის:
„სკუდეტოს მოგება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ ეს ჭკვიანურად უნდა გავაკეთოთ. შარშან „ინტერმა“ სკუდეტო მოიგო, მაგრამ შემდეგ გაკოტრდა (გულისხმობს კლუბის ძველ მფლობელს - რედ) და ეს არის, რაც ნამდვილად გვინდა?“, - თქვა კარდინალემ.