ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Goal.com-მა შეადგინა 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელების Top 10.
გამოცემა მწვრთნელების საქმიანობას მათი ტიტულების მიხედვით აფასებს.
10 ანტონიო კონტე. 55 წლის იტალიელ სპეციალისტს მისი კარიერის მანძილზე უმუშავია იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში, ჩელსიში, ინტერში და ახლა ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია.
9 - ლუის ენრიკე. ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ იყო "რომა", "სელტა ვიგო" "ბარსელონას" მთავარი გუნდი, ესპანეთის ეროვნული ნაკრები და ახლა "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელია.
8 - ვისენტე დელ ბოსკე. 74 წლის ესპანელი მწვრთნელი პენსიაზე იმყოფება, ის ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მადრიდის "რეალს" თურქულ "ბეშიქთაშს" და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
7 - დიეგო სიმეონე. არგენტინელმა სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში "რასინგში" დაიწყო, შემდეგ იყო "ესტუდიანტესი", "რივერი", "სან ლორენცო", "კატანია" და 2011 წლიდან მადრიდის "ატლეტიკოს" უდგას სათავეში.
6 - ზინედინ ზიდანი. 52 წლის ფრანგ სპეციალისტს მადრიდის "რეალის" გარდა სხვა კლუბში არ უმუშავია, ის ამჟამად უმუშევარია.
5 - იურგენ კლოპი. ზიდანის მსგავსად გერმანელი მწვრთნელიც ამჟამად უმუშევარია. ის წლების მანძილზე, "მაინცის", დორტმუნდის "ბორუსიას" და "ლივერპულს" წვრთნიდა.
4 - ჟოზე მაურინიო. პორტუგალიელი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე სხვა და სხვა კლუბში მუშაობდა, თუმცა ყველაზე გამორჩეული წლები: "პორტუში", "ჩელსიში", "მადრიდის რეალში", "ინტერში" და მანჩესტერ "იუნაიტედში" მუშაობის დროს ჰქონდა. ახლა მაურინიო "ფენერბახჩეს" მწვრთნელია.
3 - ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელმა სამწვრთნელო კარიერა "აბერდინში" დაიწყო, შემდეგ კი იყო მანჩესტერ "იუნაიტედი" სადაც ფერგიუსონმა ეპოქა შექმნა.ის 1986- 2013 წლების განმავლობაში ედგა "წითელ ეშმაკებს" სათავეში.
2 - კარლო ანჩელოტი. 65 წლის იტალიელმა სპეციალისტს ბევრ კლუბში უმუშავია, მას გამორჩეული წლები "მილანში", "ჩელსიში", "ბაიერნში" ჰქონდა, ახლა კი ანჩელოტი "რეალის" მთავარი მწვრთნელია.
1 - პეპ გვარდიოლა. ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" დაიწყო, შემდეგ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი გვარდიოლა მანჩესტერ "სიტის" უდგას სათავეში.