მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "სევილიასთან" (4:2) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოხარულია წლის მოგებით დასრულებით. მისი თქმით, "რეალი" დაუბრუნდა ძველ კალაპოტს და მისი ფეხბურთელები ახლა ყველაფერს სწორად აკეთებენ.
"მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, ჩვენ წლის ბოლო შეხვედრაში გამარჯვება გვსურდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მოხარული ვარ, რადგან ვფიქრობ დავბრუნდით და ახლა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ."
"ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან წაგების შემდეგ გასახდელში სერიოზული საუბრები გვქონდა, თუ რას ვაკეთებდით არასწორად და რა იყო უკეთ გასაკეთებელი. არასდროს მინერვიულია ჩემი პოზიციით, რადგან მე კლუბს ვენდობი და მათ მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობ." -განაცხადა ანჩელოტიმ.
„რეალმა“ 40 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „ბარსელონას“ 2 ქულით გადაასწრო, რომელთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი, რომელიც ქულით ჩამორჩება „ატლეტიკოს“, მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.