ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში „ლეიმა კორუნია“ საკუთარ მოედანზე „ჟოვენტუტ ბადალონასთან“ 85:94 დამარცხდა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს და მეორე ნახევარში მისი შენარჩუნება მოახერხეს.
ლა კორუნიელთა რიგებში ბექა ბურჯანაძემ 26 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 8 წაგებით მე-16 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 28 დეკემბერს, შინ „ბილბაოსთან“ ჩაატარებს.