ფეხბურთი

18:29 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "საკას ტრავმის გამო ძალიან ვნერვიულობთ"

ლონდონის „არსენალის“ ლიდერმა ბუკაიო საკამ „კრისტალ პალასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს ინგლისელი შემტევი, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დაზიანება მსუბუქი ხარისხის არ არის.

„საკას ტრავმის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ. ბარძაყის ტრავმა აქვს, საჭირო იქნება სამედიცინო გამოკვლევა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობთ“, - აღნიშნა არტეტამ.

მიმდინარე სეზონში ბუკაიო საკამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.

0.117601