ფეხბურთი

16:22 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ბუდუ ჩვენი ერთ-ერთი სახეა, მაგრამ შეთავაზება თუ იქნება, განვიხილავთ"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „პადერბორნთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბუდუ თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შეთავაზებები თუ იქნება, შეაფასებენ, რადგან ფეხბურთის წესები ასეთია:

„ზივზივაძე თავს სრულებით სახლში გრძნობს, ხალხს უყვარს და ის ამას აფასებს, მაგრამ ფეხბურთის წესებს გვერდს ვერ ავუვლით. თუ შეთავაზება შემოვა, შევაფასებთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მე მხოლოდ სპორტული მხარე შემიძლია შევაფასო: ბუდუ ჩვენი კალენდარული წლის ერთ-ერთი სახეა, იმ შესანიშნავი შედეგების, რასაც გუნდმა მიაღწია“, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის II ბუნდესლიგაში 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

კონკრეტულად 2024 წელს, კლუბსა და ნაკრებში ბუდუმ 24 გოლის გატანა მოახერხა.

0.106202