მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ბარსელონასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე არ იმსახურებდა წაგებას, მაგრამ ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
„ჩემი ფეხბურთელები მზად არიან საბრძოლველად, ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ერთიანობაა და გუნდი ამას პრაქტიკაში აჩვენებს. ფეხბურთელები შეცვლებზეც კარგად შემოდიან. ეს არის ზუსტად ის, რაც მწვრთნელებს გვინდა. მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ მსგავს მონსტრებთან საჭიროა, მთელი გუნდი საუკეთესო ფორმაში იყოს. ეჭვი არ მეპარება, რომ „ბარსელონა“ არ იმსახურებდა ბოლო მატჩებში წაგებას, ბევრი მომენტი ჰქონდა „ლეგანესთან“ და „ლას პალმასთან“ მატჩებშიც, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, როდესაც ბურთი კარში არ შედის, პრობლემები იწყება.
ბედნიერი ვარ გამარჯვებით, გუნდს ტანჯვა მოუწია, „ბარსელონა“ გამუდმებით უტევდა, მაგრამ დაცვამ და განსაკუთრებით ობლაკმა შესანიშნავად ითამაშა. ამის წყალობით გადავრჩით. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, იღბლის ქალღმერთი დაგვეხმარა. მოთმინების უნარი გვქონდა, შემდეგ კონტრშეტევა გამოვიყენეთ, სორლოთმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.
დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, ორი წლის წინ გარდაიცვალა. მან ზეციდან ნამდვილად ლამაზი საჩუქარი გამიკეთა“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას 41 ქულით ლიდერობს და „ბარსელონას“ 3 ქულით უსწრებს, თანაც, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.