„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, შედეგით დამწუხრებულია, მაგრამ თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილი:
„ბოლო წუთებში განსხვავებული თამაში იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მტკივნეული წაგებაა. ვფიქრობ, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ. საბოლოოდ, მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა და ეს იყო წაგების მთავარი მიზეზი. როდესაც მეორე გოლს ვერ გაუტან ისეთ გუნდს, როგორიც „ატლეტიკოა“, შეიძლება ბოლო 15 წუთში ბევრი სირთულე შეგექმნას.
ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორი თამაშიც ჩემი გუნდისგან მინდა ვნახო. ეს არის სტილი, რომელიც აქ, „ბარსაში“ მინდა. დამწუხრებული ვარ შედეგით, რადგან სახლში 9 ქულის დაკარგვა ნორმალური არ არის, მაგრამ თამაშის ხარისხი შესანიშნავი იყო, ასე მსურს, გუნდმა ითამაშოს“, - აღნიშნა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში 38 ქულით მეორე ადგილზეა და „ატლეტიკოს“ 3 ქულით ჩამორჩება, თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „რეალს“ მხოლოდ ქულით უსწრებს და ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის ბოლო 6 ტურში მხოლოდ და მხოლოდ, 5 ქულა მოიპოვა.