„ბარსელონა“ კრიზისშია, ლა ლიგის ბოლო 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, რაც ლიდერობის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა.
ჰანსი ფლიკის გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (1:2) და პირადი ანტირეკორდიც გაიმეორა.
„ბარსელონამ“ თავის ისტორიაში მეორედ წააგო ზედიზედ სამი საშინაო თამაში: „ბარსა“ 30 ნოემბერს „ლას პალმასთან“ (1:2), 15 დეკემბერს „ლეგანესთან“ (0:1) და 21 დეკემბერს „ატლეტიკოსთან“ (1:2) დამარცხდა.
მანამდე, მსგავსი შემთხვევა ერთხელ, შორეულ 1965 წელს დაფიქსირდა, როცა კატალონიელებმა სახლში „ვალენსიასთან“ (1:2), „ატლეტიკოსა“ (1:4) და „სარაგოსასთან“ (0:1) წააგეს.
„ბარსელონა“ ლა ლიგაში 38 ქულით მეორე ადგილზეა და „ატლეტიკოს“ 3 ქულით ჩამორჩება, თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „რეალს“ მხოლოდ ქულოთ უსწრებს და ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.