კალათბურთი

2:09 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „მურსია“ 82:74 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ცენტრმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

„ტენერიფემ“ გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 25:15 მოიგო და საბოლოოდ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

შერმადინმა 23 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 8 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 დეკემბერს, „ანდორას“ ესტუმრება.

0.112752