პრემიერლიგის მე-17 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, ლონდონურ დერბიში „არსენალი“ „კრისტალ პალასს“ ეწვია, 1:5 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა, რომელიც მანამდე დროებით დაიკავა „ნოტინგემ ფორესტმა.“
დუბლი შეასრულა გაბრიელ ჟეზუსმა. თითო გოლიც კაი ჰავერცმა, გაბრიელ მარტინელიმ და დეკლან რაისმა გაიტანეს. მასპინძელთაგან თავი ისმაილა სარამ გამოიჩინა.
ახლა „არსენალს“ 33 ქულა მოუგროვდა, მესამე საფეხურზე დგას და ლიდერ „ლივერპულს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მერსისაიდელებმა ორი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-17 ტური. 21 დეკემბერი: ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი 2:1, ბრენტფორდი - ნოტინგემ ფორესტი 0:2, იფსვიჩი - ნიუკასლი 0:4, ვესტ ჰემი - ბრაიტონი 1:1, კრისტალ პალასი - არსენალი 1:5