ფეხბურთი

23:15 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და გალიდერდა, ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ჯენოა“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი, მოედანზე დაბრუნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 73-ე წუთიდან ითამაშა, როცა დავიდ ნერეში შეცვალა. კვარა კარგად ჩაერთო თამაშში, ერთხელ კარისკენ დაარტყა, ერთ მომენტში მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

„ნაპოლიმ“ საწყის 23 წუთში ორჯერ გაიტანა: ჯერ ნერეშის პასით ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ამირ რაჰმანიმ შეაგდო. აღსანიშანვია, რომ კონტეს გუნდმა კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა და ორივე შემთხვევაში გაიტანა.

მეორე ნახევარში „ჯენოა“ გააქტიურდა, რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა, „ნაპოლი“ სამჯერ ალექს მერეტმა იხსნა, ერთხელ ძელმა. გენუელებმა 51-ე წუთზე გაიტანეს, ანდრეა პინამონტიმ შეამცირა სხვაობა, თუმცა, საგოლე მომენტების მიუხედავად, მეორე ვეღარ შეაგდეს და მარცხი განიცადეს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ნაპოლი“ 38 ქულით ამ დროისთვის პირველ ადგილზეა, თუმცა „ატალანტას“ შეუძლია მისი გადასწრება, რომელსაც ტურში ჯერ არ უთამაშია. „აძური“ მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ვენეციასთან“ გამართავს.

„ჯენოა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ანგისა (15), 0:2 რაჰმანი (23), 1:2 პინამონტი (51)

0.113658