ფეხბურთი

23:00 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე გაიტანა და წელი გოლით დაასრულა (+VIDEO)

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში „ლიონმა“ მე-4 დივიზიონის ბინადარი „ფეინი ოუნოუა“ 2:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი, გოლი გაიტანა.

სტუმრებმა ტაიმი საიდ ბენრაჰმას გოლით მოიგეს, ხოლო 67-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად თამაშში მიქაუტაძე ჩაერთო, რომელმაც 88-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა და ანგარიში 2:0 გახადა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მეტი ვეღარ მოასწრეს. ამრიგად, „ლიონი“ 1/16-ფინალში გავიდა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა (ლიგა 1-ში: 4 გოლი და 1 პასი, ევროპა ლიგაზე: 2 გოლი, საფრანგეთის თასზე: 1 გოლი).

„ლიონს“ მომდევნო მატჩი 2025 წელს ელოდება, 4 იანვარს, ლიგა 1-ში „მონპელიეს“ უმასპინძლებს.

0.118032