ფეხბურთი

21:45 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ „იფსვიჩი“ გაანადგურა, ისაკმა ჰეთ-თრიქი შეასრულა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში, „იფსვიჩმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში უკვე პირველ წუთზე გაიხსნა: „ნიუკასლის" თავდამსხმელმა ალექსანდრ ისაკმა გაიტანა. 32-ე წუთზე ჯეიკობ მერფიმ სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. 45+2-ე წუთზე ისაკმა დუბლი შეასრულა, 54-ზე კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.

სტატისტიკური პორტალი Squawka იუწყება, რომ შვედი შემტევი გახდა მესამე ფეხბურთელი „ნიუკასლის“ ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგაში ერთ კალენდარულ წელიწადში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა. ადრე მხოლოდ კოულმა (1994) და შირერმა (ორჯერ, 1999 და 2002) უწიეს ამ ნიშანს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ისაკმა პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ 17 მატჩის შემდეგ 26 ქულა მოაგროვა და მეშვიდე ადგილზეა.

სტუმრად გაიმარჯვა „ნოტინგემ ფორესტმაც,“ „ბრენტფორდს“ 0:2 მოუგო და ჯერჯერობით მესამე ადგილზე დადგა. თუ შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „არსენალი“ სტუმრად „კრისტალ პალასთან“ წარმატებით ითამაშებს, კვლავ სამეულში დაბრუნდება.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-17 ტური. 21 დეკემბერი: ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი 2:1, ბრენტფორდი - ნოტინგემ ფორესტი 0:2, იფსვიჩი - ნიუკასლი 0:4, ვესტ ჰემი - ბრაიტონი 1:1, კრისტალ პალასი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

0.112425