ფეხბურთი

20:04 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ფოდენმა პრემიერლიგის მე-17 ტურში სეზონის პირველი გოლი გაიტანა

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა ფილ ფოდენმა პრემიერლიგის მე-17 ტურის დღევანდელ მატჩში „ასტონ ვილასთან“ (1:2) გოლი გაიტანა.

ეს გოლი 24 წლის ინგლისელისთვის ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ფოდენი გასულ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მისმა გუნდმა კი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მთლიანობაში, ამ სეზონში ფოდენმა ყველა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 19 მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.120124