ფეხბურთი

17:07 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "იღბლიანი ადამიანი ვარ, "რეალში" ტიტულების მოგება უფრო ადვილია, ვიდრე სხვა გუნდში"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა რეკორდზე, რომლის ავტორი ცოტა ხნის წინ გახდა.

იტალიელს „რეალის“ ისტორიაში, როგორც მწვრთნელს, ყველაზე მეტი, 15 ტიტული აქვს მოგებული და ამის შესახებ მან განაცხადა:

„ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა ამ წარმატების მიღწევა, რომელსაც კლუბში ყველას ვუზიარებ, რადგან პირველ რიგში იმიტომ, რომ მომეცა აქ დაბრუნების საშუალება და მეორეც იმიტომ, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებთან ვმუშაობ. გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორებია. თავს იღბლიანად მივიჩნევ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ტიტულების მოგება ადვილი არ არის, მაგრამ „რეალში“ უფრო ადვილია, ვიდრე სხვა გუნდებში.

2024 წელს მოგებული 5 ტიტული გვაძლევს თავდაჯერებას, რომ გააგრძელოთ ოცნება, ბრძოლა და კონკურენცია 2025 წელსაც. კარგი წელი გვქონდა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, კურტუას, მილიტაოს, კარვახალის და ალაბას სერიოზული ტრავმების გათვალისწინებით. ვიმედოვნებ, რომ 2025 წელი უფრო იღბლიანი იქნება ამ კუთხით“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.109826