ფეხბურთი

15:50 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" არგენტინელი ტალანტის შეძენა სურს

მილანის „ინტერს“ „კომოს“ ნახევარმცველის, ნიკო პაცის შეძენა სურს. 20 წლის ფეხბურთელს სერია A-ში ძალიან კარგი სეზონი აქვს და იტალიის ჩემპიონის ინტერესის სფეროში მოხვდა.

ნიკო პაცი „რეალის“ აღზრდილია და გასულ ზაფხულს „კომოს“ 6 მილიონ ევროდ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ესპანურ გრანდს მისი უკან დაბრუნების უპირატესობა აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, არგენტინელი მადრიდელთა გეგმებში აღარ შედის.

„ინტერი“ აქტიურად აკვირდება პაცის პროგრესს და მზადაა ზაფხულში ფეხბურთელი შეიძინოს.

ნიკო პაცმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0.124079